"ის, რაც დღეს მოხდა, საშინელი ტრაგედიაა" - მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მეხიკოში 20 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"ის, რაც დღეს მოხდა, საშინელი ტრაგედიაა" - მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მეხიკოში 20 ადამიანი დაიღუპა

მეხიკოს მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ის, რაც დღეს მოხდა, საშინელი ტრაგედიაა. ჩემი სოლიდარობა დაღუპულების ოჯახებს. რა თქმა უნდა, მიზეზების გამოძიება უნდა მოხდეს,"- განაცხადა ებრარდმა.