რუსეთი წიწიბურას ექსპორტს კრძალავს - კვირის პალიტრა

რუსეთი წიწიბურას ექსპორტს კრძალავს

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

"როსტატის" მონაცემებით, წლის დასაწყისიდან წიწიბურაზე ფასი 4,4% -ით, აპრილის დასაწყისიდან კი - 2,2% -ით გაიზარდა. ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით რუსეთში წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და ამჟამად 1 ტონა 571.2 აშშ დოლარი ღირს.