ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ცოვიდ-19-ით 3 228 738 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არიან ცნობილი ხლოვანები, მეცნიერები თუ საზოგადო მოღვაწეები. ამ სტატიაში ვეცადეთ ერთად შეგევკრიბა ის ცნობილი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა.

კახი კავსაძე

ვირუსთან თითქმის ორთვიანი ბრძოლის შემდეგ 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. მას კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ მოუწია. მსახიობი 85 წლის ასაკში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

კახი კავსაძე ვირუსთან თითქმის ორთვიანი ბრძოლის შემდეგ 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. მას კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ მოუწია. მსახიობი 85 წლის ასაკში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური

202 1 წლის 1-ლ თებერვალს 75 წლის ასაკში კორონავირუსმა იმსხვერპლმა თემურ წიკლაური. მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თითქმის ორი თვე მკურნალობდა. თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიას" უცვლელი სოლისტი, ანსამბლ "ციცინათელას" წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო.

მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: "არწივი", "მეფე აიეტი", "გერვასი" და "ნიკო ფიროსმანი". მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის "საქართველოს მანანებო", ალექსანდრე ბასილაიას "იყიდება საქართველო", ვაჟა აზარაშვილის "დინამო" და სხვა. თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 2014 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

ანზორ ერქომაიშვილი

2020 წლის 31 მარტს 80 წლის ასაკში ფოლკლორისტი, ანსამბლ "რუსთავის" დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა. ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი "გორდელა". გააგრძელეთ კითხვა