წყალდიდობას 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავღანეთში - კვირის პალიტრა

წყალდიდობას 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავღანეთში

ავღანეთის ცხრა პროვინციაში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან, რომელმაც ამ დრომდე 37 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ყველაზე მეტად ჰერათის პროვინცია დაზარალდა, სადაც კვირას დაწყებულ წყალდიდობას 24 ადამიანი შეეწირა. 10 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი დაიღუპა დასავლეთ ღურის პროვინციაში. ამასთან, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა სამანგანის პროვინციაში.

ავღანეთის ბუნებრივი კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერმა, ტამიმ აზიმიმ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 405-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.