"იმუ­ნი­ტი­ტი თქვენს გან­წყო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვას­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. არ და­უ­ჯე­როთ "ხუ­თი წა­მის წესს" - 5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით - კვირის პალიტრა

"იმუ­ნი­ტი­ტი თქვენს გან­წყო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვას­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. არ და­უ­ჯე­როთ "ხუ­თი წა­მის წესს" - 5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით

თუ გსურთ, დაავადებებმა ხშირად არ შეგაწუხოთ, პირველ რიგში იმუნიტეტი უნდა გაიძლიეროთ. იმუნიტეტზე, ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ და ისიც იცით, რომ ძლიერი იმუნიტეტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვებია აუცილებელი. ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს იმუნიტეტზე, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით.

გაციება ნიშნავს, რომ თქვენი იმუნიტეტი მუშაობს. ორგანიზმის მაღალი ტემპერატურა ნიშანია, რომ იმუნიტეტი შეჭრილი მიკრობის დასამარცხებლად ემზადება და შემდეგ ორგანიზმში აღდგენითი პროცესი დაიწყება.

გაზაფხულდა და ალერგიულმა რინიტმა შეგაწუხათ? ამაში დამნაშავეც თქვენი იმუნიტეტია. კვებითი ალერგიები, ალერგიული რეაქცია წამლებზე, ჭინჭრის ციება, ასთმა, დერმატიტი, ეგზემა - თითოეული ეს პრობლემა იმუნური სისტემის არსაწორი ფუნფციონირების შედეგია.

ძილის ხანგრძლივობის გავლენა იმუნიტეტზე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე წარმოგედგინათ. უძილობა იმუნიტეტის დაავადებასთან ბრძოლის უნარს საგრძნობლად აქვეითებს. ამ დროს ერთი ღამის უძილობასაც კი აქვს მნიშვნელობა. კვლევებით არის დადასტურებული, რომ ვაქცინები მათთვის ნაკლებად ეფექტურია, ვისაც 6 საათზე ნაკლები სძინავს.

არ დაუჯეროთ "ხუთის წამის წესს"! - ხშირად ამბობენ, რომ იატაკზე დავარდნილი ნივთი სუფთაა, თუ მას 5 წამის განმავლობაში აიღებთ. ეს მითია. ბაქტერიები მასზე წამიერად გადადიან და მისი ჭამით იმუნურ სისტემასა და ორგანიზმს საფრთხეს შეუქმნით.

ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ იმუნიტიტი თქვენს განწყობასა და სოციალურ ქცევასთან მჭიდრო კავშირშია. ამის შესახებ კვლევები University of Virginia School of Medicine-ში ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ რაც უფრო ოპტიმისტი, მეგობრული, კეთილგანწყობილი და პოზიტიურია ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი იმუნიტეტის დამცველობითი უნარი.

იმუნიტეტის გაძლიერება უფრო აქტუალური ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდშია ხოლმე. თუმცა უკანასკნელი წელი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულია კოვიდ პანდემიის გამო და შესაბამისად, იმუნიტეტზე ზრუნვასაც აქტუალობა მთელი წლის განმავლობაში არ დაუკარგავს. იმუნიტეტის გასაძლიერებელი ზოგადი წესების შესახებ ბევრმა იცის. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოწესრიგებული კვების რეჟიმი, სათანადო დასვენება, ფიზიკური აქტივობა, არასტრესული გარემო. თუმცა თითოეული ამ კრიტერიუმით უზრუნველყოფილ გარემოში ცხოვრება მარტივი არ არის. ამიტომ ხშირად ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერება სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებით თუ ვიტამინითა და მინერალით უწევს. პერიოდულად უწევთ სამკურნალო პრეპარატების მიღებაც, რომელიც სასურველია, რომ სრულად ბუნებრივი შემადგენლობის იყოს. ქიმიური დანამატებით დამზადებულ პრეპარატებს, როგორც წესი, გვერდითი მოვლენები აქვს ხოლმე. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიდან გამორჩეულია: ექანაცია, ნივრის აბები, ძირტკბლა. საპროფილაქტიკო საშუალებებს შორის კი აღსანიშნავია: C ვიტამინი, A ვიტამინი, D ვიტამინები და ასევე მინერალები: თუთია, სელენი, რკინა... განაგრძეთ კითხვა