გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს - ღამე აეროპორტში, სკამზე გაათენა ჩემპიონთა ლიგისთვის ჩასულმა კალათბურთელმა - კვირის პალიტრა

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს - ღამე აეროპორტში, სკამზე გაათენა ჩემპიონთა ლიგისთვის ჩასულმა კალათბურთელმა

naujienos-ის ცნობით, "ტენერიფეს" ქართველ ცენტრს, გიორგი შერმადინს ღამის ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გათენება მოუწია.

შერმადინი რუსეთში ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალზე ჩაფრინდა, მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემების გამო ის ქალაქში არ შეუშვეს.

გიორგის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან "ფეისბუქის" "სთორიში" გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დივანია გამოსახული და დაწერა, რომ იქ ღამე გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა გაატარა.

"მიუღებელია, რომ ჩვენმა საუკეთესო კალათბურთელმა აეროპორტში გაატარა ღამე მას შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე. ამ სკამზე, აეროპორტში ეძინა და თან უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ. იმედია, ყველაფერი მალე მოგვარდება" - წერს მარსელინიო უერტასი.

ჟურნალისტი არის ბარკასი იტყობინება, რომ დღეს უკვე შერმადინი ნიჟნი ნოვგოროდში შუშვეს.

"ტენერიფემ" ჯგუფი მოიგო, ხოლო რვათა ფინალში პირველ მატჩს 6 მაისს "სტრასბურგთან" ჩაატარებს.