"კონკურსზე ინციდენტიც კი მოხდა, არ ესიამოვნათ, სხვა ეროვნების ადამიანმა რომ მოიგო" - ვინ არის ქართველი, ვინც იტალიაში, იტალიელებს პიცის ცხობაში აჯობა - კვირის პალიტრა

"კონკურსზე ინციდენტიც კი მოხდა, არ ესიამოვნათ, სხვა ეროვნების ადამიანმა რომ მოიგო" - ვინ არის ქართველი, ვინც იტალიაში, იტალიელებს პიცის ცხობაში აჯობა

იტალიაში, პიცის ცხობის პრესტიჟულ კონკურსში ერთადერთი უცხოელი - ქართველი ვალერი სახიაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც იტალიელებს მოუგო და პირველ ადგილი დაიკავა... მისთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის, როგორია ვალერის იტალიური თავგადასავალი და როგორ გახდა ის იტალიაში პიცის საუკეთესო მცხობელი AMBEBI.GE-ის, ის თვითონ უამბობს:

- 2007 წელს, მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ, ჩამოვედი იტალიაში. სკოლა აქ დავამთავრე, სწავლის გასაგრძელებად კი კულინარიული სკოლა ავირჩიე, სადაც სამი წელი ვისწავლე და პარალელურად, მუშაობაც დავიწყე. ყოველთვის ვოცნებობდი, ცომთან მქონოდა შეხება. მიტაცებდა ეს ხელობა და მადლობა ღმერთს, ერთხელაც, პიცერიაში დამხმარედ მიმიწვიეს. თავიდან მეოთხე დამხმარე ვიყავი, მაგრამ მონდომება რომ გამოვიჩინე, დამინახეს და ნელ-ნელა ცომთანაც მიმიშვეს. ამ საქმემ კიდევ უფრო გამიტაცა და ვიფიქრე, უფრო წინ წავსულიყავი, მეტი მესწავლა და გამეგო. ბევრი წიგნი ვიყიდე, დავიწყე კითხვა, დავინტერესდი, რა ქიმიური პროცესები ხდება კერძების მომზადების დროს. ძალიან გამიტაცა იტალიის ეროვნულმა სამზარეულომ. რომში გავიარე ერთი კურსი, მერე გადავწყვიტე, ვენეციაში პიცის მასტერის კურსი გამევლო, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა. რთულია, როდესაც ემიგრანტი ხარ, ყველანაირად გიჭირს, მაგრამ ვეცადე, თანხა გადამედო და ვენეციაში ეს კურსი გამევლო. ახლა უკვე მეც ვატარებ კურსებს.

- კონკურსებში ხშირად იღებ მონაწილეობას?

- პირველი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, 2013 წელს, ქალაქ რიმინში გაიმართა. ამ კონკურსზე გავიტანე პიცა "დესერტი" - კრემი კონიაკითა და ფორთოხლით იყო გაკეთებული. ოთხი ათასი მონაწილე იყო და საერთოდ არ მქონდა მოგების იმედი. ბოლოს, როდესაც გამარჯვებულებს აცხადებოდნენ, გამოვტრიალდი, უნდა წამოვსულიყავი, მეგონა, მე არ დამასახელებდნენ. უკვე გამოვდიოდი, როდესაც გამოაცხადეს: ვალერი სახიაშვილი - მესამე ადგილი! ეს ჩემთვის დიდ მოტივაცია იყო, რომ ამ საქმეში უფრო წინ წავსულიყავი. მას შემდეგ ხშირად ვიღებ კონკურსებში მონაწილეობას. 2013-დან 2018 წლამდე იტალიის ჩემპიონი ვიყავი სხვადასხვა კატეგორიაში.

- მოგვიყევი, ბოლო კონკურსზე...

- ეს კონკურსი ორი წელია, რაც იმართება. საუკეთესო "მასტერები" მთელი იტალიიიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან იღებენ მონაწილეობას. ბოლოს საუკეთესო ათეული ხვდებოდა ერთმანეთს. გამიჭირდა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები. მე კი მოსამზადებლად ცოტა დრო მქონდა, რადგან... განაგრძეთ კითხვა