ხვალ საქართველოს პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრებიან - კვირის პალიტრა

ხვალ საქართველოს პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრებიან

საქართველოს პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრებიან. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას აკადემიკოს, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მაისს, 13:00 საათზე გაიკეთებენ.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვნენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

"ინტერპრესნიუსი"