27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან - კვირის პალიტრა

27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

27 წლის ვიტალი ბუტერინი, რუსული წარმომავლობის, კანადაში მცხოვრები ინოვატორია, რომელმაც 2013 წელს, ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში შექმნა კრიპტოვალუტა - ეთერიუმი, დღეს კი, აღნიშნული ვალუტის წყალობით, მილიარდერი გახდა.

როგორც CNN წერს, ეთერიუმი ბაზარზე 2015 წელს ჩაეშვა. ბუტერინი კი ამ დროისთვის თავის საჯარო ანგარიშზე 333 500 ეთერიუმს ფლობს. ამ ვალუტაზე ბოლო დროს მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, მისი ერთი ერთეულის ფასი 3 482 დოლარია, შესაბამისად, პროგრამისტის ქონება დაახლოებით, 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბუტერინი არის Bitcoin Magazine-ის თანადამფუძნებელი, ეს არის გამოცემა, სადაც ქვეყნდება პუბლიკაციები ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების შესახებ 2012 წლიდან. 2014 წელს ის მოხვდა თიელის სტიპენდიანტებს შორის, სტიპენდია დააწესა მილიარდერმა პიტერ თიელმა, რათა ინოვატორი ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვისაც აუდიტორიაში ყოფნას, რაიმის შექმნა ურჩევნია, თავიანთი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

სტიპენდია ერთ ახალგაზრდაზე 100 000 დოლარს ითვალისწინებს. სწორედ ეს იყო ის თანხა, რომელიც ბუტერინმა საწყის კაპიტალად გამოიყენა.

ახალგაზრდა მილიარდერი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია, მაგალითად Twitter-ზე 1,4 მილიონი გამომწერი ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არასდროს არაფერს წერს და არ აქტიურობს. გააგრძელეთ კითხვა