ცნობილი ქართველი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კოვიდ 19 -ს ებრძოდა.

"ბუბა ხოტივარმაც დაგვტოვა", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტარი ექთი დუმბაძე.

ბუბა ხოტივარი 1946 წის 13 ივნისს, თბილისი დაიბადა.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის(ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას". 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა "მთვარის გლობუსის" გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა". იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.