თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ორსული გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 7 თვის ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი" ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე საათია დეტალების დაზუსტებას ცდილობს, თუმცა კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.