"თა­ვად მა­უ­წყებ­ლო­ბას უნ­დო­და, რომ ჩემი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებ­დეს" - ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას წაიყვანს - კვირის პალიტრა

"თა­ვად მა­უ­წყებ­ლო­ბას უნ­დო­და, რომ ჩემი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებ­დეს" - ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას წაიყვანს

ტელეწამყვანმა ნინი გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" სტუმრობისას, გადაცემა "დღის შოუში" კარიერულ სიახლეზე ისაუბრა. ის უკრაინულ არხზე ინგლისურენოვანი გადაცემა - "ნინის დღიურების" წამყვანი გახდა:

"თავად მაუწყებლობას უნდოდა, რომ ჩემი სახელი ფიგურირებდეს გადაცემაში, თვითონ გადაწყვიტეს სახელი: "ნინის დღიურები" და იმდენად საყვარლები იყვნენ, მკითხეს - შენ თუ მოგწონს სახელიო. მივიღე შემთავაზება ამ არხის დამფუძნებლისგან, მითხრა რომ უნდოდა რაღაც საინტერესო გაეკეთებინა. იცოდა ვინ ვიყავი, იცოდა ჩემი გამოცდილება, ვიდრე შემხვდებოდა, ჩემს შესახებ ყველა მასალა მოიპოვა, იცოდა როგორ ვსაუბრობ.

ყველა ინტერვიუ ჩავწერე ინგლისურ ენაზე. ეს კიდევ ერთი პატარა გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან როცა ენა მშობლიური არ არის, ცოტა რთულია, თუმცა საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა…

ტელევიზია ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს.

ჩემი გადაცემა ეხება საინტერესო ადამიანებსა და ადგილებს. ეს არ იქნება მხოლოდ ადამიანებზე და მხოლოდ ადგილებზე. ის შეეხება შთამაგონებელ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას ქმნიან… უკვე ჩავწერე ინტერვიუები ცნობილ იტალიელ და ბრიტანელ არქიტექტორებთან…"