"მელია უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ის პოლიტპატიმარია" - კვირის პალიტრა

"მელია უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ის პოლიტპატიმარია"

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას თავისუფლება კარგი ამბავია, თუმცა ივანიშვილის რეჟიმს "პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა" მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა. მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევამ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესი წინ ვერ წასწია და პირიქით, დააზიანა.

"ევროპული საქართველო" არც ერთ შემთხვევაში შეთანხმებას არ შეუერთდება, ჩვენ არ ვიქცევით იმის მიხედვით, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. ვიქცევით ისე, რაც მიგვაჩნია სწორად ქვეყნის ინტერესებისთვის. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის ყველანაირად კარგი ამბავი, თუმცა ერთადერთი ხინჯი რაც ამ პროცესს აქვს არის ის რომ, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა ივანიშვილის რეჟიმს ვაჭრობა პოლიტიკური პატიმრებით. ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი მისივე მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ აუცილებლად იქნება დამარცხებული.

ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ვინაიდან ის არის პოლიტპატიმარი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი გათავისუფლება, ეს იყო ხელისუფლებისთვის პრობლემა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ორივე ფრონტზე. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიღწევამ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესი წინ ვერ წასწია და პირიქით, დააზიანა, მიუხედავად ამისა, ამ ვითარების ამოქაჩვა არის შესაძლებელი ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით, მოტივაციის შექმნით და იმ ვითარების შექმნით, სადაც ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმური მეთოდებითაც კი არ გამოუვა ძალაუფლების შენარჩუნება. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებლად იქნება და როცა საჭიროა, მშვიდობიანი პროტესტიც", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის ჩარიცხვა, მისი პოლიტიკური პატიმრობის დოკუმენტური დადასტურებაა.

,,თავისთავად, რა რეაქციაც ჰქონდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობეს ნიკა მელიას დაჭერაზე იყო დადასტურება, რომ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტი არის პოლიტიკური დევნა და ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი. განაცხადი, რომ ევროკავშირი გეგმავდა გირაოს შემოტანას, იყო ამის დოკუმენტური დადასტურება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"