"ნიკა მელია ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად"

ნიკა მელია ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა - რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის არ შევეკითხებით, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საკითხი საინტერესო აღარ არის.

"არ არის ეს საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, არ მაინტერესებს. მე გეტყვით, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა - რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის არ შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და არავინ არ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ არავის არ შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.

"ინტერპრესნიუსი"