"ნიკა მელია იქნება თავისუფალი - დავიმშვიდოთ ახლა ნერვები და წინ დიდი გამარჯვებისკენ" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია იქნება თავისუფალი - დავიმშვიდოთ ახლა ნერვები და წინ დიდი გამარჯვებისკენ"

გიორგი ვაშაძე - ნიკა მელია იქნება თავისუფალი - დავიმშვიდოთ ახლა ნერვები და წინ დიდი გამარჯვებისკენ

ნიკა მელია იქნება თავისუფალი - დავიმშვიდოთ ახლა ნერვები და წინ დიდი გამარჯვებისკენ - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძემ მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს და ყველა ხელმომწერს ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"პირველ რიგში მადლობა ევროპას. მადლობა შარ მიშელს, მადლობა შეთანხმებას და მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ცუდი იყო თუ კარგი იყო. ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია.

რამდენიმე საათში, ალბათ უკვე ცოტა დრო დარჩა, ნიკა მელია იქნება თავისუფალი. ის არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მონაწილე მხარეს. დავიმშვიდოთ ახლა ნერვები და წინ დიდი გამარჯვებისკენ", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის ზუსტი დრო ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურამ.

"ინტერპრესნიუსი"