"ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის დაფარვა პირდაპირ განაცხადია, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტი და პოლიტიკური პატიმარია" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის დაფარვა პირდაპირ განაცხადია, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტი და პოლიტიკური პატიმარია"

პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს - ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამაზე უნდა იმსჯელონ, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

"ძალიან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა და გირაოს თანხის დაფარვა ძალიან სწრაფად მოხდა. ეს ცხადია, პირდაპირ განაცხადია, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტია და ის პოლიტიკური პატიმარია. სწრაფად ციხიდან გამოსაყვანად ევროკავშირი მზადაა, გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ უნდა იმსჯელოს. პარლამენტში შემოსვლა, ცხადია, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ალბათ, უნდა იმუშაონ და ერთიანი პოზიცია გამოხატონ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"