"იმედი მაქვს, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა"

იმედი მაქვს, ამ ადამიანს გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ლელოში" ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ თამარ ჟვანია პოსტს საკუთარი სურვილით დატოვებს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომც ჩაგვეწერა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა გადადგეს, ვერ გადავაყენებდით იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით იყო ასეთი პრეცედენტი, რომ ვადაზე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება, მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ვიჩივლეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, მან დააკმაყოფილა ეს სარჩელი, რომ ვადა სანამ არ არის გასული, მისი პირადი ნების გარეშე ვერ გაუშვებ ამ ადამიანს სამსახურიდან, იგივე არის თამარ ჟვანიას შემთხვევაში.

იმედი მაქვს, ამ ადამიანს გაგება ეყოფა, რომ აღარავის აღარ უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ და წავა, თუ არ წავა, ცესკო-ში იქნება 8 ოპოზიციური წევრი, ასევე ორი ახალი პროფესიული წევრი უნდა იყოს 2/3-ის უმრავლესობით არჩეული და ამით ძალთა ბალანსი მთლიანად შეიცვლება",-განაცხადა ვაშაძემ.