დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია

დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. მისი ლოკალიზების მიზნით, ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა, შემდეგ კი დამატებითი ძალები გამოიძახეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, იწვის ავეჯის მასალების საწყობი.

"ინტერპრესნიუსი"