რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - კვირის პალიტრა

რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ქარმა სოფელ დიდივანის საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. რამდენიმე სოფელში დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები ბასილეთში, დიდივანში, გუთურში, ბუკნარში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მერის განცხადებით, ზარალის აღწერა მოხდება.

"გამოდარებისთანავე მოხდება სკოლის სახურავის შეკეთება, მუნიციპალიტეტი ასევე შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ გადაუდებელ შემთხვევებს. მოხდება ზარალის აღწერა. ჩვენ კომუნიკაციაში ვიქნებით საქართველოს მთავრობასთან", - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.