მეუფე დიმიტრი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა - კვირის პალიტრა

მეუფე დიმიტრი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრა.

როგორც მეუფემ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

"კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ექიმებს მადლობა ვუხდი", - განაცხადა მიტროპოლიტმა.