"ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ! MoveOnGeorgia"
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში "კოვიდ-ამბებზე" მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ჩემი კოვიდ ისტორიები!
- ვიცი გაგიხარდებათ და მგონი, უკვე შემიძლია ვიფიქრო, რომ 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი.
- თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია, აღარ გართულდება, ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო!
-
ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!!
- ამასობაში ძალიან ბევრი ხალხი გამომელაპარაკა "ავერსში", რაც, ბუნებრივია, მახარებს, მაგრამ მგონი, ახალი სინდრომი გამიჩნდა - არც ერთი ადამიანი არ მახსოვს, ვინც ნახევრად კონსპირაციული ხმით მიყვებოდა, როგორ დაღუპეს მსოფლიო მასონებმა და ბოროტებმა. თქვენც ასე ხართ?
#IamMovingON
#MoveOnGeorgia", - წერს თინა ხიდაშელი.