საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქუჩაში არ გავიდნენ.
"ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში
საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მედია "ისრაელის თავდაცვის ძალებზე" დაყრდნობით წერს, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.
შეგახსენებთ, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"