"არა­ბულ სამ­ყა­რო­ში ჩა­ჭეჭყი­ლი ის­რა­ე­ლი გა­ნად­გურ­დე­ბო­და, რომ არა ასე­თი კარ­გი შე­ი­ა­რა­ღე­ბა" - ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს - კვირის პალიტრა

"არა­ბულ სამ­ყა­რო­ში ჩა­ჭეჭყი­ლი ის­რა­ე­ლი გა­ნად­გურ­დე­ბო­და, რომ არა ასე­თი კარ­გი შე­ი­ა­რა­ღე­ბა" - ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს

რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ისრაელისა და პალესტინის შეიარაღებული კონფლიქტი. გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. ბოლო მონაცემებით, ღაზასა და ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ორშაბათიდან 49 ადამიანია დაღუპული, ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის ახალგაზრდები, რომლებიც იქაურ ჯარში მსახურობენ. ერთ-ერთი მათგანია 20 წლის სალი ნასყიდაშვილი. მის შესახებ დღეს თითქმის ყველა ქართული მედია წერს, რადგან ქართველი გოგონა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იბრძვის.

ყველაფერი კი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ ზაფხულს გოგონამ ისრაელის მიწაზე დადგა ფეხი. მაშინ, ერთ-ერთ მილიტარიტულ ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

"თავიდან მოსიარულე ჯარისკაც გოგონებს რომ ვხედავდი, რომლებიც მანამდე მხოლოდ ვიდეოებში თუ ფოტოებში მინახავს, მიკვირდა, ცოტა უჩვეულო იყო და თან საოცრად მომწონდა, თვალიც მიეჩვია და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიმზიდველები ხდებოდნენ ჩემთვის ისინი. ვერ ვიტყვი უდიდესი სურვილი მაქვს ჯარში წასვლის თქო, ისიც იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ ისრაელს საკუთარ სახლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ ფიზიკურად, მორალურად, მატერიალურად, არაჩვეულებრივი ადგილია ჯარი…

არაბულ სამყაროში ჩაჭეჭყილი ისრაელი განადგურდებოდა, რომ არა ასეთი კარგი შეიარაღება და ხალხის სიყვარული, დიადი პატრიოტიზმი ქვეყნისადმი, რაც ავალდებულებს მათ იმსახურონ ჯარში განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა თუ ორიენტაციისა. ისრაელის ყველა მოქალაქეს ევალება ჯარში სამსახური და დიახ, ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ ქვეყნის სიყვარულს ისინი გამოხატავენ საქმითა და სიტყვებით ერთდროულად, არ ცდილობენ ჯარს თავი აარიდონ, პირიქით, იბრძვიან მალე წავიდნენ, სამხედრო ბიუჯეტი 9 მლრ დოლარს შეადგენს" - წერდა 2017 წელს სალი. მის ისტორიას მაშინ marksmanliveblog.wordpress.com აქვეყნებდა. იხილეთ სრულად