ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი, ძალიან ცნობილი სპონსორი
რომის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:4, 2:6, 4:6 დამარცხდა.
მიუხედავად ამ წაგებისა, ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტი უნდა აღვნიშნოთ.
დავინახეთ, რომ ქართველს იტალიური ცნობილი ბრენდის, Emporio Armani-ს სახით ძალიან ცნობილი სპონსორი ჰყავს.
როგორც ჩანს, ახალი სპონსორი ნიკოლოზთან თანამშრომლობით მისი ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ დაინტერესდა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სახის ხელშეკრულება გააფორმეს მხარეებმა.