მასონების ამოტრიალებული გუმბათი-ჭა, რომელზეც ლეგენდებს ჰყვებიან
პორტუგალიის მუნიციპალიტეტ სინტრაში მდებარეობს საოცარი კომპლექსი, კინტა და რეგალეირას ციხე-სიმაგრე. ციხესმაგრემ სახელი უცნაური გუმბათით გაითქვა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, მიწის სიღრმეში მიემართება. მიწისქვეშა გვირაბების იდუმალ, მისტიურ სისტემას, გალერეასა და ჭებს ყველა დროისა და ხალხების იდუმალ, მასონურ საზოგადოებას უკავშირებენ. აღმოჩნდა, რომ სამყაროს ე.წ. ცენტრის პორტალი სწორედ ამ სიღრმეში შეიქმნა, რომლისკენაც მიმერთებოდა ციხის მთავარი ამოცანა, 27 მ სიღრმის ამობრუნებული კოშკი, რომელსაც მიძღვნის ჭასაც უწოდებდნენ.
გადმოცემის თანახმად, აქ ინიციაციის რიტუალები იმართებოდა.
პორტუგალიის არცთუ დიდი ქალაქი სინტრა ოდითგანვე ითვლებოდა მეფეებისა და დედოფლების საყვარელ დასასვენებელ ადგილად, ასევე მასონების საიდუმლო თავშესაფარად.
პირველ შემთხვევაში ყველაფერი ჩვეულებრივი და ძალიან გასაგები იყო, აი მასონების გამოჩენის შემდეგ კი ეს ქალაქი მეგა პოპულარული გახდა.
ყველაფერი 1892 წელს დაიწყო, როდესაც ანტონი ოგუსტუ კარვალიუ მონტეირუს, მილიონერს, საქმოსანს, მეცენატსა და მასონს აზრად მოუვიდა ახლად შეძენილი კინტა და რაგალეირას ფერმის სასახლედ გადაქცევა.
საოცარი სასახლე ძალიან მალე აშენდა. შენობა ოთხ სტილს აერთიანებს - რომანულს, გოთიკურს, რენესანსსა და მანუელინოს. 4 ჰექტარ მიწაზე არანაკლებ შთამბეჭდავი ედემის ბაღია გადაჭიმული ულამაზესი ხეივნებით, ხელოვნური ტბებით ჩანჩქერებით, არხებითა და ხიდებით. ბაღში ასევე არის არაორდინალური არქიტექტურული ობიექტები და სკულპტურები. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები