ისრაელის პრემიერ-მინისტრი:"ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს"
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი იმდენ ხანს გააგრძელებს ღაზას სექტორის დაბომბვას, რამდენიც საჭირო იქნება.
"ჩვენ გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას. გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ ტერორისტულ ორგანიზაციას. ის, ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს“, - განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და მათ სამიზნეს მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასის“ ობიექტები წარმოადგენენ.
“ჰამასისგან“ განსხვავებით, რომელიც გამიზნულად ცდილობს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანი მიაყენოს მათ ზურგს უკან დამალვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ან რაც შეიძლება შევამციროთ მოქალაქეების ზიანი, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
"ინტერპრესნიუსი"