17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ - კვირის პალიტრა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ.

როგორც ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსვლელობის დროს, სასულიერო პირები აკურთხებენ ქუჩებს და მოსახლეობას.

17 მაისს, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ პატრიარქის კურთხევით, მოხდება დედაქალაქის დალოცვა.

მისივე თქმით, მანამდე სამების საკათედრო ტაძარში აიაზმის რიტუალი შესრულდება.

"წელს გამომდინარე პანდემიური სიტუაციიდან ქალაქის საყოველთაო კურთხევა მოხდება. დალოცავენ მოსახლეობას, აკურთხებენ ქუჩებს და ამით აღვნიშნავთ წლევანდელ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს.

11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა, რის შემდეგ ავტოკოლონებით მოძღვრები გაემართებიან თბილისის ყველა უბანში და აკურთხებენ როგორც მოსახლეობას ისე ქუჩებს. წელს პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ფეხით მსვლელობა არ იქნება,"- განაცხადა კოტე სვანაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"