რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორი სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნით იც­რე­ბა? - კულუმბეგოვის განმარტება - კვირის პალიტრა

რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორი სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნით იც­რე­ბა? - კულუმბეგოვის განმარტება

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება? საკითხთან დაკავშირებით ალერგოლოგ-იუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განმარება "დილის შოუში" გააკეთა. კულუმბეგოვმა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა.

"ასაკობრივი შეზღუდვის გამო, ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოსახლეობას მეორე დოზისთვის Pfizer-ის ვაქცინა შესთავაზა. მაგალითად, საფრანგეთმა და რაღაც ეტაპზე გერმანიაც ამას აკეთებდა, სანამ AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარი მთლიანად არ მოხსნეს.

კვლევის მონაცემები 12 მაისს ძალიან ავტორიტეტულ ჟურნალში გამოქვეყნდა და ერთადერთი, რაც დაინახეს, 2 სხვადასხვა ვაქცინის ადმინისტრირების შემთხვევაში, საერთო გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის დროს.

ტკივილი, სისუსტე, სიცხე ამ ადამიანებს ჰქონდათ უფრო მეტი, როცა გაიკეთეს 2 სხვადასხვა ვაქცინა", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მეორე დოზიდან გარკვეულ პერიოდში ადამიანებს დამატებითი დოზის გაკეთება მოუწევთ.

კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს მესამე აცრის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეუძლია, იმის მიუხედავად, თუ რომელი პრეპარატი გამოიყენა პირველი და მეორე აცრების დროს.

"მუდმივი იმუნიტეტი ვერ იქნება, ბუნებრივია. რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს ცვალებადობა, გრიპი არის ამის კლასიკური მაგალითი. იგივე კოვიდპასპორტების მიმართ, გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ იქნება ექვსთვიანი ვალიდაციით. თუ რამე შეიცვლება და მონაცემები გზაში შემოგვეწევა, შეიძლება ეს გახდეს 8, 10, 12 თვე. ამ ეტაპისთვის ვიცით, რომ 6 თვე გარანტირებულად დაცულები ვიქნებით", - განაცხადა კულუმბეგოვმა. ​

"ინტერპრესნიუსი"