"ქუჩების კურთხევა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოვა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ" - კვირის პალიტრა

"ქუჩების კურთხევა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოვა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ"

"თუ მოვა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ", - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, ხელი შეუშალონ "სიბილწის პროპაგანდას".

როგორც ფალავანდიშვილი დასძენს, ის ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს.

"ქუჩების კურთხევა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოვიდა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ. მოვუწოდებთ მომხრეებს, რომ აღკვეთონ და ხელი შეუშალონ ჰომოსექსუალიზმის, სიბილწის პროპაგანდას", - აღნიშნავს ფალავანდიშვილი.

ცნობისთვის, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევა გაიმართება.

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ.

მსვლელობის დროს, სასულიერო პირები ქუჩებს და მოსახლეობას აკურთხებენ.