"არავის ვკითხავ, სად ვიცხოვრებ! სადაც მომინდება, იქ ვიცხოვრებ!" - რას წერს თაკო ჩარკვიანი
"კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დმანისში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება და წერს, რომ იქ მცხოვრები სვანების "ეკომიგრანტებად" მოხსენიება უხერხულია:
"უმორჩილესი თხოვნა - "ეკომიგრანტების დაჯგუფება" ამ ტერმინით მოხსენიება დმანისში მცხოვრები სვანებისა უხერხულია და პოლიტიკურად კი დიდი სისულელე (თაობები გაიზარდნენ, ხანდახან მეტი დაფიქრება გვმართებს) ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის აფხაზეთიდან წამოსული ხალხის "ლტოლვილებად" მოხსენიება და საერთოდ, ქვეყანაში სადაც გვინდა იქ უნდა ვიცხოვროთ მეგრელმაც, სვანმაც, იმერელმაც და კახელმაც და ყველამ. სახლი თუ დამენგრევა, ან დამიწვავენ, დამინგრევენ, სტიქიით ან ომის შედეგად, არავის ვკითხავ, სად ვიცხოვრებ! სადაც მომინდება იქ ვიცხოვრებ! ამ ქვეყანაში პრობლემა ერთია - ოლიგარქიული სამარცხვინო მმართველობა!", - წერს ჩარკვიანი.