სოზარ სუბარმა დმანისში შეხვედრის მონაწილეებს მიმართა - კვირის პალიტრა

სოზარ სუბარმა დმანისში შეხვედრის მონაწილეებს მიმართა

დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

„ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა. ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება - ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ყველა არის ერთ აზრზე. აქვე სიმბოლურად, შერიგების ნიშნად ხელი რომ ჩამოართვათ ერთმანეთს და შემდეგ გარეთ ხალხსაც იგივე რომ მოვუწოდოთ. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება ვითარების ესკალაცია აწყობდეს, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას. ერთი ოჯახი ვართ და ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის, ერთად უნდა ვიცხოვროთ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - მიმართა რამდენიმე წუთის წინ შეხვედრის მონაწილეებს სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"