ქალი, რომელიც პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქალი, რომელიც პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ქალი, რომელიც პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს.

კლინიკაში დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან ცეცხლის გაჩენის შემდეგ გადავარდა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.