დაბადების დღესთან დაკავშირებით "ლილო მოლმა“ ახალი აპლიკაცია გამოუშვა - კვირის პალიტრა

დაბადების დღესთან დაკავშირებით "ლილო მოლმა“ ახალი აპლიკაცია გამოუშვა

"ლილო მოლი“ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია და ბაზარზე უკვე 30 წელია ფუნქციონირებს, აერთიანებს 6000-მდე მაღაზიას და 4000-მდე მეწარმეს.

30 წლის იუბილესთან დაკავშირებით "ლილო მოლმა“ განაახლა საიტი და ჩაუშვა მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, "ლილო მოლში“ ვიზიტორების სტუმრობა გაცილებით უსაფრთხო და მარტივი იქნება. აპლიკაციის საძიებო ველში თქვენ შეძლებთ აარჩიოთ სასურველი მაღაზია და მასთან მისასვლელი უმოკლესი მარშრუტი, ასევე გაეცნოთ "ლილო მოლის“ აქციებს, აღსანიშნავია რომ, აპლიკაციაში დაემატა ვლოგის რუბრიკა, სადაც ნახავთ რა არის აქტუალური და ტრენდული ამ სეზონზე, ასევე აპლიკაციის მეშვეობით მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, რომელი სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ "ლილო მოლში“ მისვლა, ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან. აპლიკაციის მთავარი დანიშნულება არის ნავიგაცია - ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მიგიყვანოთ "ლილო მოლში“, სასურველ მაღაზიაში.

უნდა აღინიშნოს რომ პანდემიური შეზღუდვების ფონზე "ლილო მოლი“ 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით შერჩეულ მაღაზიებში მომხმარებელს ფასდაკლების კვირეულს სთავაზობს. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის აპლიკაციის მთავარ გვერდზე მოცემულია ფასდაკლების გვერდი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ რომელ მაღაზიაშია რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებაა, და როგორ მოვიდნენ ამ მაღაზიამდე აპლიკაციის ნავიგაციით.

უნდა აღინიშნოს, რომ "ლილო მოლი“ 1991 წლიდან შეუზღუდავად ფუნქციონირებდა COVID-19 პანდემიის გავრცელებამდე. 2020 წლიდან დღემდე კომპანიას ორჯერ შეეზღუდა ფუნქციონირება, მიუხედავად შეზღუდვებისა და სირთულეებისა, ის მაინც აგრძელებს განვითარებას. 2020 წელს ჩატარებული მარკეტინგული კვლევის მიხედვით "ლილო მოლს“ ჯამურად მეწარმეების ჩათვლით საქართველოს ბიუჯეტში საშუალოდ შეაქვს 2%, მათ შორის დღგ-ს სახით 3%, საშემოსავლო-მოგების სახით 2%.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდისთვის, ასევე აიფონებისთვის

https://play.google.com/store/apps/details

https://apps.apple.com/us/app/lilo-mall/id1540797900

(R)