"არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100-100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი - ეს სრულიად სხვა პრობლემაა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით" - კვირის პალიტრა

"არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100-100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი - ეს სრულიად სხვა პრობლემაა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით"

მე არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100-100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად სხვა პრობლემა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით და არც ახლა ვიცნობთ კარგად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, სახელწმიფოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქმე აქამდე მივიდა.

"პრობლემაა, რომ ჩვენ აქამდე არ გავერკვიეთ დმანისში სინამდვილეში რა ხდებოდა. მთელი გუშინდელი ნარატივიც იყო ის, რომ ვიღაც ხალხმა ლუდის გამო მაღაზიაში იჩხუბა. მე არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100-100 -ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად სხვა პრობლემა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით და არც ახლა ვიცნობთ კარგად. ვფიქრობ, რომ პრობლემა სხვანაირად არის მოსაგვარებელი. ეს პრობლემა რაც იქ არსებობს დაპირისპირების, არ მინდა სახელი დავარქვა რა დაპირისიპირებაა, ესაა მოსაგვარებელი. ეს არ გვარდება იმით, რომ ჩხუბის მონაწილე 100 ადამიანი დაიჭირო და წაიყვანო ციხეში. ამით შეიძლება ეს კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს. სულ სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამ კონფლიქტს, გავიგოთ მისი ანატომია, რა არის, რატომ ჩხუბობს ეს ხალხი და მერე ვიპოვოთ გამოსავალი.

ჩვენ ვნახეთ ჩხუბი - ხალხს ჯოხები უჭირავთ ხელში, გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს, ქვებს ისვრიან, უროები, ჩაქუჩები და ა.შ. ასეთი ტიპის ჩხუბში რომ მსხვერპლი არაა, ეს საუკეთესო შედეგია. მიჭირს შევაფასო შსს მუშაობა უარყოფითად მსხვერპლი რომ არ გვაქვს,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"