"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ჩემ მიმართ ცოტა დათბნენ - მაინცდამაინც არ ამწვავებენ, რადგან იციან, რომ მეც არ ვარ მთლად კანფეტი" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ჩემ მიმართ ცოტა დათბნენ - მაინცდამაინც არ ამწვავებენ, რადგან იციან, რომ მეც არ ვარ მთლად კანფეტი"

"ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში ამდენი ხანია ველოდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მის მიმართ "ცოტა დათბნენ".

"თქვენ რა იცით, რომ ნიკა მელია კიევში წასვლის დროსაც პარლამენტში შემოსვლას არ ფიქრობდა? რატომ ამბობთ, რომ პოზიცია შეიცვლება, შეიძლება არც შეიცვალოს, უფრო გამყარდეს. მოლოდინი მაქვს, რომ პარლამენტში შემოვლენ, ველოდები. რასაც ჩემს კოლეგებს ვუყურებ, ჩემს მიმართ ცოტა დათბნენ. გუშინ, ზოგიერთებს ცოტა აგრესია კი ჰქონდათ, მაგრამ შედარება არ არის, დამთბარები არიან. იციან, რომ ამ შენობაში ვიქნები და მაინცდამაინც არ ამწვავებენ, რადგან იციან, რომ მეც არ ვარ მთლად კანფეტი", - განაცხადა ხვიჩიამ.