თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, გუშინ 21 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გლდანში მოხდა.