პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის - კვირის პალიტრა

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

"დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, "ევროპული საქართველო" ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს "ევროპულ საქართველოს" ან დატოვებს პარლამენტს",-განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გარდა, წინასაარჩევნოდ "ევროპული საქართველოს" სტრატეგიაზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.