"ევროპული საქართველოს" პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ" - კვირის პალიტრა

"ევროპული საქართველოს" პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ"

"თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიცია არის, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა", - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს.

"პოლიტიკურად "ევროპული საქართველო" იმ 2 მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი, მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც პარტიის შიგნით გვქონდა, თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ სიები აღდგებოდა, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა ადგილს, მაგრამ რადგან ჩვენ პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს "ევროპულ საქართველოს" ამ პარლამენტში.

ჩვენმა პარტიამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევდივართ. იმ ერთს მანდატს, რომელიც ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო ჯერ კიდევ გვაქვს, არ გამოვიყენებთ. ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუკი ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, უფრო მეტიც, თუკი იქნებოდა სრულფასოვნად ამოქმედებული ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს, მაგრამ ამის მიუხედავად, "ევროპული საქართველოს" პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ",-განაცხადა ბოკერიამ.