"ვერც ერთი მხარე არჩევნების შედეგების გაყალბებას ვერ შეძლებს" - კვირის პალიტრა

"ვერც ერთი მხარე არჩევნების შედეგების გაყალბებას ვერ შეძლებს"

ვერც ერთი მხარე არჩევნების შედეგების გაყალბებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ კვირისთვის ჩამოაყალიბებენ იმ ტექნოლოგიის აღწერას, რომელიც ასევე ოქტომბრის არჩევნებზეც დაინერგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამერიკიდან, ესტონეთიდან ექსპერტები იყვნენ ჩართული. ფაქტობრივად, ონლაინ რეჟიმში შევთანხმდით, რომ დღეიდან კვირამდე იქნება, ტექნოლოგიურად ამას ეწოდება 24/7-ზე „სპრინტი“, რაც ნიშნავს, რომ საბოლოოდ კვირისთვის ჩამოვაყალიბებთ იმ ტექნოლოგიის აღწერას, რაც ოქტომბრის არჩევნებში დაინერგება. ეს არ იქნება თითის ანაბეჭდი. ასევე გაყალბების მექანიზმები სრულიად აღმოიფხვრება. იქნება დასაკეცი გარმონისებული ბიულეტენი, რაზეც ვსაუბრობთ. ასევე აღრიცხვიანობის მარტივი ტექნოლოგიები, რომელიც სწრაფად დანერგვადია.

ტექნოლოგიების კომპლექსი პირველი დიდი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე. საპარლამენტო არჩევნებისთვის ფაქტობრივად სრულფასოვნად იქნება ეს ყველაფერი დანერგილი, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ 95-99%-იან შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე არჩევნების შედეგების გაყალბებას და არჩევნების შედეგების თავის თავზე მორგებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"