წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
წყალტუბოში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.
ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.
ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.
"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.
"ინტერპრესნიუსი"