"დადგა დღე, როდესაც პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა" - ანრი ოხანაშვილი "ევროპულ საქართველოზე" - კვირის პალიტრა

"დადგა დღე, როდესაც პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა" - ანრი ოხანაშვილი "ევროპულ საქართველოზე"

დადგა დღე, როდესაც პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა. ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან, ამ ჯგუფებს ჩვენს საზოგადოებაში არანაირი სიმპათია არ აქვთ, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ოხანაშვილის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკურად არანაირი რეიტინგი არ აქვს და საზოგადოების განცდა მათ მიმართ პოზიტიური არ არის.

„ევროპული საქართველო“ პენსიონერებს ემუქრებოდა, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ჰქონდათ ნეგატიური დამოკიდებულება და დაგროვებით პენსიაზე ძალიან წინააღმდეგობრივი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა დადგა დღე, როდესაც მათ პოლიტიკურ პენსიაზე ვადაზე ადრე მოუწიათ გასვლა. ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან, ამ ჯგუფებს არანაირი სიმპათია ჩვენს საზოგადოებაში არ აქვთ. პოლიტიკურად არ აქვთ არანაირი რეიტინგი და საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არ არის პოზიტიური“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

"ინტერპრესნიუსი"