"ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა... პი­ზას ხელ­წე­რაა... ისე­თი და­ცუ­ლი ჰქონ­და სახ­ლი, ჩიტი ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბო­და" - მოკლულია ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" გავლენით სარგებლობდა - კვირის პალიტრა

"ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა... პი­ზას ხელ­წე­რაა... ისე­თი და­ცუ­ლი ჰქონ­და სახ­ლი, ჩიტი ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბო­და" - მოკლულია ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" გავლენით სარგებლობდა

სოხუმში, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი ქემალ არძინბა მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მძიმედ დაჭრილი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აფხაზეთში ყველასთვის ცნობილია, რომ ქემალ არძინბა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო, რომელიც რეგიონში ტურისტულ ბიზნესსაც ფლობდა. ქემალ არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში მომხდარი რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი, მათ შორის, სოხუმის ცენტრში, რესტორან სან რემოში ჩაცხრილული ორი ე.წ. კანონიერი ქურდის, ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას საქმე. მაშინ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა მიმტანი გოგონა დომინიკა აკირთავა.

ცნობისთვის, ავიძბა და შამბა აფხაზეთის ე.წ. მთავარი კანონიერი ქურდის რაულ ბარცბას, იგივე პიზას საყრდენები იყვნენ, ახლა აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ არძინბას ნათესავს ბარცბამ ქვეშევრდომების მოშორება არ აპატია. მაშინ ადგილობრივ სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ მოკლული "კრიმინალების" ახლობლები არძინბას ეძებდნენ. თუმცა, მან ერთი ვერსიით, აფხაზეთი დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა კი, როგორც ირკვევა, ისევ რეგიონში დაბრუნდა.

kavkazr.com-ის ცნობით, ის საკუთარ სახლში სნაიპერის ტყვიამ მოკლა.

"არსებული ინფორმაციით, ეს იყო შურისძიება..." - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, არძინბა უმცროსს, მართალია ე.წ. ქურდის სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ "კრიმინალურ სამყაროში" გავლენებით სარგებლობდა. გააგრძელეთ კითხვა