"მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებით, სამწუხაროდ, ქვეყანამ, ოპოზიციამ არაფერი მიიღო, მაგრამ ბევრი რამ მიიღო ივანიშვილმა" - კვირის პალიტრა

"მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებით, სამწუხაროდ, ქვეყანამ, ოპოზიციამ არაფერი მიიღო, მაგრამ ბევრი რამ მიიღო ივანიშვილმა"

შეიცვალა ის რეალობა, როდესაც ივანიშვილს ჩვენი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა რუს ოლიგარქს უწოდებდნენ და მის პარლამენტს ერთპარტიულ პარლამენტს და ახლა აღმოჩნდა, რომ ამ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ ჩვენი კოლეგები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ასეთი რიტორიკით, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით სამწუხაროდ, არც ქვეყანამ და არც ოპოზიციამ არაფერი არ მიიღო.

"ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებით, სამწუხაროდ, ქვეყანამ ნამდვილად არაფერი არ მიიღო. პოზიტიური რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მეტად მოექცა საქართველო ამ მოვლენებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, არაფერი მიუღია არც ოპოზიციას, მაგრამ ბევრი მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. შეიცვალა ის რეალობა, როდესაც მას რუს ოლიგარქს უწოდებდნენ ჩვენი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა, მის პარლამენტს უწოდებდნენ ერთპარტიულ პარლამენტს და ახლა აღმოჩნდა, რომ ამ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას იღებეენ ჩვენი ის კოლეგები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ასეთი რიტორიკით. ვფიქრობ, რომ ამან გარკვეული ნიჰილიზმი გააჩინა მოსახლეობაში. ხშირად აკრიტიკებენ ჩვენ თანამოქალაქეებს პოლიტიკოსები გარკვეული პასიურობის გამო, გესმით ალბათ იმაზე საუბარი, რომ ხალხი არ გამოდის და ნიჰილიზმია მოსახლეობაში. ამ ყველაფერს როგორც წესი იწვევს ოპოზიციის არათანმიმდევრულობა. არათანმიმდევრულობის შედეგი იყო ის, რომ ჯერ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ივანიშვილს რუს ოლიგარქს ეძახდა და მის პარლამენტს ერთპარტიულს და შემდეგ მოსახლეობამ დაინახა, რომ მთელი რიგი კოლეგები ამ პარლამენტში საქმიანობას აწარმოებენ", - განაცხადა ბიწაძემ.