ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში მივიდა
"ევროპული საქართველოს" სიით პარლამენტში შესული ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მივიდა.
როგორც მან აღნიშნა, შეეცდება პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგინოს და იმუშავოს ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ევროპულმა საქართველომ" საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა.
მან "ევროპული საქართველო" გუშინ დატოვა.