"ვაქცინა არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ტესტს სისტემატურად ვიკეთებთ" - კვირის პალიტრა

"ვაქცინა არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ტესტს სისტემატურად ვიკეთებთ"

"ვაქცინა არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ტესტს სისტემატურად ვიკეთებთ", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ვაქცინაციის ჩატარება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს. დეკანოზმა ასევე დაადასტურა, რომ კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საავადმყოფო სათანადოდ აღჭურვილია.

"ჩვენ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს საავადმყოფო 10 ათასამდე ადამიანს მოემსახურა",-განაცხადა ჯაღმაიძემ.