"საქართველოს არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არ ვებრძვით რუსულ ჰიბრიდულ ომს ჩვენს ტერიტორიაზე" - კვირის პალიტრა

"საქართველოს არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არ ვებრძვით რუსულ ჰიბრიდულ ომს ჩვენს ტერიტორიაზე"

დმანისის საკითხი არ არის მხოლოდ პატარა წვრილმანი ხულიგნობა, ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მთავარი პრობლემა - მას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების კონცეფცია, სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, რომ ხვალ და ზეგ დმანისი არ განმეორდეს.

"ჩვენი თვითმიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ კონკრეტული ადამიანი ციხეში ჩასვან, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ არც დმანისში, არც მარნეულში, არც გურიაში და არც არსად სხვაგან მსგავსი ტიპის დაპირისპირებებს არ ჰქონდეს ადგილი. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არ ვებრძვით რუსულ ჰიბრიდულ ომს ჩვენს ტერიტორიაზე . ინციდენტები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ინციდენტების გამოყენებას ყოველთვის შეეცდება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი", - განაცხადა ვაშაძემ.