მემანქანე, რომელმაც თბილისის მეტროს გახსნის დღეს პირველი მატარებელი გაატარა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მემანქანე, რომელმაც თბილისის მეტროს გახსნის დღეს პირველი მატარებელი გაატარა, გარდაიცვალა

მემანქანე ანდრო ხიხაძე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ღრმა მწუხარებით აცხადებს, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის მეტროს ღვაწლმოსილი ვეტერენი თანამშრომელი ბ-ნ ამბროსი (ანდრო) ხიხაძე. ბატონი ანდრო იყო ერთ-ერთი ის მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს, 1966 წლის 11 იანვარს.

ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი. მუშაობის პერიოდში აღზარდა არაერთი თაობა, არის რამდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი, 1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე.

2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში"" როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.