ტორტი, სანთლები და შამპანური - "გირჩმა" იაგო ხვიჩიას დაბადების დღე პარლამენტში აღნიშნა - კვირის პალიტრა

ტორტი, სანთლები და შამპანური - "გირჩმა" იაგო ხვიჩიას დაბადების დღე პარლამენტში აღნიშნა

ტორტი, სანთლები და შამპანური - "გირჩი" იაგო ხვიჩიას დაბადების დღეს პარლამენტში აღნიშნავს - "მე ვთქვი, რომ NDI-ის დედაც ვატირე, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთ"

"გირჩი" იაგო ხვიჩიას დაბადების დღეს პარლამენტში აღნიშნავს. იაგო ხვიჩია და "გირჩის" კიდევ ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი "ფეისბუქზე" პირდაპირ ეთერში პარლამენტში მოწყობილი სტუდიიდან ჩაერთნენ.

როგორც ირკვევა, იაგო ხვიჩია 39 წლის გახდა. მისი დაბადების დღის გამო კი, როგორც ვახო მეგრელიშვილმა აღნიშნა, "NDI-სთან შეხვედრას აცდენენ."

"დღევანდელი დღე, გარდა იმისა, რომ შენი დაბადების დღეა, რა ვიცი... NDI-ის შეხვედრას ვაცდენთ, სანდრო რაქვიაშვილი წავიდა, ნერვიულობდა და მე ვთქვი, რომ NDI-ის დედაც ვატირე, მოდი, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთ და არა, არ გამოვა, ამდენი ხანია დანიშნული გვაქვსო. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მხოლოდ სანდრო აღმოჩნდა და ის გავიდა NDI-სთან სასაუბროდ. ჩვენ რომ მოვრჩებით ამ ლაივს, ალბათ, შევუერთდეთ ცოტა ხანი", - აღნიშნავს მეგრელიშვილი.