"აცრის შემდეგ ტანის დაბანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს" - პაატა იმნაძე - კვირის პალიტრა

"აცრის შემდეგ ტანის დაბანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის.

ამის შესახებ იმნაძემ "ფეისბუქ ლაივის" დროს განაცხადა, სადაც ვაქცინასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა.

"ვიცი, რომ დაბანასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება... ზოგიერთი ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი ეუბნება, 3 თვე არ იბანაოთო. კიდევ ერთხელ ვამბობ - არავითარი საჭიროება, რომ აცრის შემდეგ არ იბანაოთ, არ არის. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. რომ ავიცრებით იმ წუთშივე ნუ ვიბანავებთ და რამდენიმე დროის შემდეგ ტანის დაბანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს" - აღნიშნა იმნაძემ.

ambebi.ge