ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა დღეიდან შესაძლებელია - კვირის პალიტრა

ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა დღეიდან შესაძლებელია

ვებგვერდ Provax.ge- ზე ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა დღეიდან შესაძლებელია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

ვებგვერდი provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.

"Provax.ge-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"